კლაუსტროფობიული ფილმები Part1

-----

Das Boot (1981)

მეორე მსოფლიო ომი. გერმანული წყალქვეშა ნავი და მისი ეკიპაჟი ოკეანის სიღრმეში ტერორსა და შიშში ცდილობს გადარჩენას. კლაუსტროფობიული ჟანრის ნამდვილი კლასიკა! საინტერესოა იმითაც, რომ ერთ-ერთი პირველი მცდელობაა ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების გაადამიანურების. მოგეხსენებათ,  კინემატოგრაფიაში ისინი როგორც წესი პირსისხლიან მანიკებად გვევლინებიან ხოლმე. ფილმის ნახვისას თავს ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრად იგრძნობთ. 

საყურებელი ლინკი - დააჭირე


Moon (2009)

სემ ბელი ერთადერთი ადამიანია მთვარეზე. ის იშვიათი გაზის მომპოვებელი სადგურის მეთვალყურეა. ყველაფერი თავდაყირა დგება, როცა ის ბაზაზე დაუპატიჟებელ სტუმარს ხედავს.

საყურებელი ლინკი -  დააჭირე



House of 9 (2005)

ცხრა, ერთმანეთისთვის უცნობი, ადამიანი დატყვევებულნი არიან სახლში რომლის ყველა გასასვლელი ბლოკირებულია. ისინი მხოლოდ ხმოვან ინსტრუქციებს იღებენ დამკვირვებლისგან, საიდანაც იგებენ, რომ ერთგვარ თამაშში მონაწილეობენ. თამაშის პრინციპი მარტივია – ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი 5 000 000$  მიიღებს. მოთამაშეთა ფსიქოლოგიური გამოცდა იწყება...

საყურებელი ლინკი - დააჭირე



The platform (2019) 

ფილმში მოქმედება ვითარდება ვერტიკალური სტრუქტურის მრავალსართულიან ციხეში თითო სართულზე ერთი ორ ადგილიანი კამერით. ყოველდღე, სართულებს შორის მაღლიდან დაბლა მოძრაობს საჭმლით სავსე პლატფორმა, რომელიც ყველა სართულზე რამდენიმე წუთით ჩერდება, პატიმრებს მხოლოდ მაგიდასთან შეუძლიათ ჭამა, იმდენის რამდენსაც მოასწრებენ და ეკრძალებათ საკვების გადანახვა. ახალწვეული გორენგი 48–ე კამერაში იღვიძებს,  აქედან იწყება მისი თავგადასავალი, სადაც არაერთი მორალური დილემის გადაჭრა მოუწევს.

საყურებელი ლინკი - დააჭირე



Cube (1997)

კლაუსტროფობიული ჟანრის კლასიკა, მოგვითხრობს ექვსი ადამიანის შესახებ, რომლებიც  კუბის ფორმის მრავალი ოთახისგან შემდგარ ლაბირინთში არიან დატყვევებულნი. არავინ იცის მიზეზი, თუ ვინ, ან რა მიზნით დაატყვევა ისინი ამ ამოუცნობ ადგილას. ფილმის გმირები ცდილობენ გასასვლელის პოვნას, მაგრამ ზოგი ოთახი სასიკვდილო ხაფანგებს მალავს.

საყურებელი ლინკი - დააჭირე


Saw (2004)

საკულტო თრილერის ფრენჩაიზის პირველი ფილმი. ადამი და ლოურენსი გონს მოდიან ჩაკეტილ ოთახში. ისინი ერთმანეთისგან მოშორებით,  ჯაჭვით არიან მიბმულები მილებზე. არცერთს არ ახსოვს თუ როგორ მოხვდნენ აქ, მათთან ერთად ოთახში არის სისხლიანი გვამი, იარაღით და მაგნიტოფონით ხელში. ადამი და ლოურენსი მალე შეიტყობენ რომ ისინი მანიაკის, მეტსახელად ხერხის (Jigsaw) თამაშის მთავარი პერსონაჟები არიან.

საყურებელი ლინკი - დააჭირე


Devil (2010)

ფილმი მძაფრ შეგრძნებებს მოჰგვრის მათ, ვისაც ლიფტის შიში აქვს. ხუთი უცნობი ლიფტში იჭედება, მათგან ერთერთი თვით ეშმაკია.

 საყურებელი ლინკი - დააჭირე


Identity (2003)

წვიმიანი შტორმისგან თავის დასაღწევად, ათი უცნობი ადამიანი ერთ პატარა მოტელში მოიყრის თავს, თუმცა მალე აღმოაჩენენ რომ შტორმზე დიდი საფრთხე ელით წინ – ვიღაცას მათი მოკვლა აქვს განზრახული. მაყურებელს საკმაოდ მოულოდნელი ფინალი ელის.

საყურებელი ლინკი - დააჭირე



Panic room (2002)

 დევიდ ფინჩერის ცნობილი თრილერი, რომლის სიუჟეტი მოგვითხრობს დედა–შვილზე, რომლებიც სახლში შემოჭრილ მძარცველებს იზოლირებულ, სეიფის ტიპის ოთახში ემალებიან. ფილმის დაძაბული ატმოსფერო მაყურებელს მოვლენათა ეპიცენტრში აგრძნობინებს თავს.

საყურებელი ლინკი - დააჭირე


Buried (2010)

ალბათ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ფილმი, ისე მძაფრად არ გაგიღვივებთ კლაუსტროფობიულ შეგრძნებებს, როგორც ეს მათგანი. რაიან რეინოლდსის გმირი – პოლი,  ერაყში,  ერთერთი თავდასხმის შემდეგ კუბოში ცოცხლად დამარხული იღვიძებს. მის არსენალში სანთებელა და მობილური ტელეფონია, მაგრამ საკმარისია თუ არა ეს თავის გადასარჩენად, როცა დრო პოლის საპირისპიროდ მუშაობს?

საყურებელი ლინკი  - დააჭირე



127 Hours (2010)

რეალური ისტორია მთამსვლელზე, რომელიც კანიონის ნაპრალში ვარდება და მას შემდეგ რაც ხელზე დიდი ლოდი ეცემა, უკან ამოსვლას ვეღარ ახერხებს. ჯეიმს ფრანკოს გმირს, ურთულესი გზა ელის გადასარჩენად.


საყურებელი ლინკი - დააჭირე


The Descent (2005)

ისტორია ლაშქრობის მოყვარულ გოგოების სამეგობროზე, რომლებიც ერთერთი გამოქვაბულში აწყობენ ექსპედიციას. სიტუაცია მაშინ იძაბება, როდესაც კედლის ჩამონგრევის შედეგად უკან გასასვლელი გზა იკეტება, გოგონებს კი გამოქვაბულის ბინადარ, მშიერ ჰუმანოიდებთან მოუწევთ დაპირისპირება.

საყურებელი ლინკი - დააჭირე


Phone Booth (2002) 

ჯოელ შუმახერის ეს თრილერი მოდუნების საშუალებას არ იძლევა, კოლინ ფარელის გმირს სატელეფონო ჯიხურში შესვლისას წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული იქიდან გამოსვლა  – ის იდუმალი სნაიპერის სამიზნე ხდება, რომელიც მას ჯიხურის ტელეფონზე უკავშირდება.
საყურებელი ლინკი - დააჭირე



Room (2015)

მოძალადეს ქალი და მისი ბიჭი 7 წელია გამოკეტილი ჰყავს ერთ ოთახში. ერთ დღესაც დედა-შვილი გაქცევას ახერხებს. აქამდე ბიჭის მთელ სამყაროს ერთი ოთახი იტევდა...

საყურებელი ლინკი  - დააჭირე








Comments